მეცნიერული თვალსაზრისი სიყვარულზე
ათობით ბიოლოგი სისხლის ანალიზებს აკეთებს, ათასობით ადამიანის მაჯისცემას ზომავს და ადარებს მათ ქცევას ერთმანეთს იმისთვის, რომ მაინცდამაინც მეცნიერული თვალსაზრისით ახსნას: რა არის სიყვარული. ამ სფეროში 10 მთავარი აღმოჩენაა ცნობილი. ზოგი ერთგვარ პროტესტს იწვევს, ზოგი ასე თუ ისე მისაღებია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესოა, რას მიაკვლიეს ამდენი შრომის ფასად.
ბიოლოგებს რომ ჰკითხო:
1. სიყვარული კოკაინს ჰგავს
შეყვარებული ადამიანის ტვინის ტომოგრაფია რომ გააკეთო, საინტერესო დეტალს შენიშნავ: მას ორი ზონა, რომელიც პასუხს აგებს ე. წ. ჯილდოების სისტემაზე, ძალიან აღგზნებული აქვს. მეცნიერები ამას დოფამინის ჭარბი დოზის ზემოქმედებით ხსნიან. დოფამინი კი არის ნივთიერება, რომელიც სიამოვნების გრძნობას აღძრავს. განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი ისაა, რომ ტვინის ეს ზონები ასეთი ძალით მხოლოდ კოკაინზე რეაგირებენ.
2. სიყვარული როგორც გადარჩენის საშუალება
ცხოველებს, რომლებიც “გრძელვადიან” წყვილებს ქმნიან ურთიერთობაში 3 სტადია აქვთ: სურვილი, გატაცება, მიჯაჭვულობა. ა) სურვილი - ეს არაა ვინმესკენ მიმართული სექსუალური ინტერესი (ანუ სურვილი - რომელსაც საფუძვლად საბაზისო მოთხოვნილებები - შიმშილის მოკვლა, წყურვილისა და სქესობრივი ლტოლვა აქვს). ბ) გატაცება - ესაა კონკრეტულ ობიექტზე ფიქსაცია. გ) მიჯაჭვულობა - მტკიცე კავშირი, რომელიც გამრავლების გრძელვადიან პროგრამაზეა გათვლილი. მეცნიერებს რომ ჰკითხო, ის, რაც ადამიანებში რომანტიკული სიყვარულია - ცხოველებში გავრცელებული გატაცების სახეშეცვლილი ფორმაა და ჩვენს უშორეს წინაპრებს, თურმე, გადარჩენის ინსტინქტით ჩამოუყალიბდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიყვარული ძალისხმევის ეკონომიას ეხმარებაო, რომ ძალა არ გაიფლანგოს და ერთი პარტნიორისკენ მიიმართოს.
3. სიყვარული 1, 5-დან 3 წლამდე გრძელდება
ბიოლოგებისთვის ასეთი ვადა მამის დახმარების აუცილებლობას განუსაზღვრავს მაშინ, როცა დედისა და შვილისთვის ყველაზე რთული თვეებია. როცა რაიმე დაბრკოლება არსებობს სიყვარულისთვის (განშორება, უპასუხო გრძნობა, განრიგების შეუთავსებლობა), ის გაცილებით ხანგრძლივია.
4. სიყვარული “ბრმაა”
ტვინის იმ ზონებს, რომლებიც ჩვეულებრივ იმ ადამიანში აქტიურობენ, რომელიც შეყვარებული არაა, მიჯნურის ტვინში სძინავთ. ესაა ნეგატიური ემოციებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების ზონები.
5. საიდან მოდის დეპრესია
ადამიანი, რომელიც ცალმხრივი ან უიღბლო სიყვარულის ტყვეობაშია, ორ სტადიას გადის. თავიდან დოფამინის დონე ძალიან იზრდება. და ასეთი სიჭარბის შედეგია მრისხანება და სიყვარულის გამძაფრებული გრძნობა. მერე, ადრე თუ გვიან, მეორე ფაზა იწყება: დოფამინის დონე საშუალოზე დაბალია და დეპრესიას განაპირობებს.
6. სიყვარული - დამოკიდებულს ხდის
რახან ზემოქმედების ხასიათით სიყვარული კოკაინს მიამსგავსეს (იხ. პუნქტი №1), მეცნიერები უიღბლო სიყვარულის მკურნალობასაც იმავე მეთოდებით გვირჩევენ, რა მეთოდითაც ნარკოტიკულ დამოკიდებულებას მკურნალობენ. აუცილებელია სტიმულებისა და მოგონებების მოშორება - ფოტოების გადაყრა, არდარეკვა, სიშორე, ახალი საქმის წამოწყება და ა.შ. მოკლედ, სრული Restart-ი.
7. სიყვარულისგან განკურნება წამლებითაც შეიძლებაო
როგორც მანიაკებს, რომლებიც საკუთარ მოქმედებას კონტროლს ვეღარ უწევენ, ისე შეყვარებულებსაც სისხლში სერიოზული ქიმიური ცვლილებები აქვთ. დაქვეითებულია სეროტონინის, მნიშვნელოვანი ჰორმონის, დონე. და ამაში ადანაშაულებენ უკვე ნახსენებ დოფამინს: ბუნებრივ ნარკოტიკს, რომელიც სიგიჟისკენ გვიბიძგებს და კონტროლის სისტემას თიშავს. სიყვარულის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ამერიკაში სიყვარულისგან აბებით მკურნალობაზე სერიოზულად ფიქრობენ.
8. სეროტონინი სიყვარულს კლავს
თაგვს სეროტონინის დიდი დოზა რომ მისცე, თავის მუდმივ პარტნიორს მიატოვებს და წავა ნებისმიერ სხვასთან. ამას ასე ხსნიან: სეროტონინი დოფამინის რაოდენობას ამცირებს და ამასთანავე სიყვარულის (მაგრამ არა ლტოლვის) ტემპერატურაც ეცემა. სხვათა შორის, სეროტონინის დონეს თანამედროვე ანტიდეპრესანტები ამაღლებენ (!).
9. სიახლე სიყვარულს გადაარჩენს
უცხო ქვეყანაში, უცხო სასტუმროში მოხვედრა ბევრ წყვილში თურმე “სიგიჟის” შეტევას ბადებს. ნებისმიერი სიახლის საპასუხოდ სისხლში დოფამინი გამოიყოფა, ასე რომ, სიახლე სიყვარულის ნამდვილი მკვებავია. ამერიკელი ფსიქოლოგები ოჯახურ წყვილებს კვირაში ერთხელ მაინც პაემნის საღამოს მოწყობას ურჩევენ. მაგრამ ერთი და იმავე რესტორანში სიარულს ეფექტი არ ექნება, სიახლეა საჭირო.
10. მამაკაცებს თვალებით უყვართ
მამაკაცებში შეყვარებულობის დროს ტვინში აქტიურდება დიდი ნახევარსფეროების ქერქი, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმებელი. ასე რომ, ჰაერზე არ ამბობენ, მამაკაცებს თვალებით უყვართო. აი, ქალებში კი ის ზონა აქტიურდება, რომელიც მეხსიერებას უკავშირდება: ინსტინქტი პარტნიორის ქცევას იმახსოვრებს (თუნდაც რამდენიმე კვირის მანძილზე), და შემდეგ მიღებულ ინფორმაციას ზედმიწევნით აანალიზებს, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს. შედეგად, ქალებს რომანის დასაწყისი ფაზის დეტალები გაცილებით კარგად ახსოვთ.
* * *
ერთ დროს კომუნისტები სასწაულმოქმედი წყლებისა და საიდუმლოების ქიმიურ-ბიოლოგიური კვლევებით ახსნას ცდილობდნენ და ყოველ ახალ ცდაზე “კოვზი ნაცარში უვარდებოდათ”. აიხსნება თუ არა ქიმიურად ან ბიოლოგიურიად სიყვარულის ფენომენი, ჩვენთვის, “უბრალო” ადამიანებისთვის არაფერს წყვეტს. ჩვენ გვიყვარს და ვუყვარვართ, ამით ვცოცხლობთ და ამით ვხარობთ, ეს გვტანჯავს და ეს გვხიბლავს და რაც უნდა იფიქრონ მეცნიერებმა დოფამინზე, თუ სეროტანინზე, რა ფორმულებიც არ უნდა წერონ და რა პარალელებიც არ უნდა გაავლონ, ადამიანური სიყვარული უსაზღვროა და უკიდეგანო, გამჩენის დიდი საჩუქარი და ამოუხსნელი საიდუმლოა!..