суббота, 26 марта 2011 г.

ნათლისღება

პროექტის სახელი ,,ნათლისღება“
პროექტების აღწერა 1–2 წინადადებით:,,ნათლისღება’’  დღესაწაულის მნიშვნელობის  გაანალიზება. სიტყვა–ნათლის  ეტიმოლოგიური მნიშვნელობა და კავშირი განათლებასთან.
პროექტის სრული აღწერა:კლასში დავსვი კითხვა– რა არის ნათლისღება?მოსწავლეებმა არაერთგვაროვანად მიპასუხეს. ისინი სრულყოფილად ვერ ფლობდნენ ცნობებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,შევთავაზე შეგვექმნა პროექტი ,,ნათლისღება
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.თითეულ ჯგუფს ვაძლევ შემდეგი სახის დავალებას:
I–ჯგუფი მოიძიებს ცნობებს ნათლისღების დღესასწაულის მნიშვნელობასა და დამკვიდრების შესახებ.მოპოვებულ  ცნობებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
II–ჯგუფი კონსულტაციას გაივლის გეოგრაფიის მასწავლებელთან და შეისწავლიან მდინარე იორდანეს გეოგრაფიულ მდებარეობას,მოიპოვებენ ცნობებს მდინარე იორდანეს თვალხილული სასწაულის შესახებ,რომელიც აღესრულება ყოველი წლის ნათლისღებას.
IIIჯგუფი გამოარკვევს სიტყვა– ნათელის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას:ნათელი–სინათლე,ნათლობა, ნათლიდედა, ნათლიმამა,ნათელ–მირონი, განათლება.გაეცნობიან სხვადასხვა მეცნიერთა მოსაზრებებს ნათელთან დაკავშირებით.
მოსწავლეები ინდივიდუალურად აწარმოებენ ჩანაწერთა დღიურს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:გაიხსენებენ თავიანთ ნათლობას.
იმართება დისკუსია შემდეგ საკითხებზე:
,როგორი ურთიერთობა აქვთ ნათლიებთან,რა გავლენა მოახდინა მათზე ნათელთან ზიარებამ,გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას ნათლობის გამო უფლისა და ნათლიების წინაშე.
ჯგუფები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს,წარადგენენ პროექტის პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი:14–15 წ.
ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიუჯობესებენ ცოდნასა და უნარებს.შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს,უკეთ გაერკვევიან  რელიგიური დღესასწაულის მნიშვნელობაში, განუვითარებს  საკომუნიკაციო უნარებს: კითხვას,მოსმენას,საუბარს.მიმოიხილავენ რელიგიის მნიშვნელობას
სასარგებლო სხვებისთვის:მოსწავლეები გაიგებენ ,,ნათლისღების“ არსსა და მნიშვნელობას,მდინარე იორდანეს გეოგრაფიულ მდებარეობას.ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათი სულიერი დონის ამაღლებას.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნონა ოდიშარია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა nonaodisharia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

Комментариев нет:

Отправить комментарий