ნათლისღებას გილოცავთ!

ნათლისღებას გილოცავთ!

19.01.2015

ნათლისღება არის “ახალი შობა”, იგი კაცთა ცხონებისათვის სრულდება (მარკ. 16.16). ამას გარდა, ნათლისღების მადლმოსილების მნიშვნელობის ასახსნელად მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებენ, რომ ჩვენ მისი საშუალებით “განვიწმინდებით”, “განვიბანებით”, “განვმართლდებით”, “წარგვეხოცება ცოდვანი” და ასე შემდეგ. ნათლისღებით ჩვენ “ვკვდებით ცოდვისათვის, რათა განახლებული ცხოვრებით ვიცხოვროთ”, “თანა-დავეფლობით ქრისტესთან” და აღვდგებით მასში. “…ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაA და თავი თYსი მისცა მისთYს, რაAთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაAთა და სიტყYთა” (ანუ დადგენილი სიტყვების თანმხლები ნათლისღებით. ეფ. 5.25-26); “…განიბანენით, …განიწმიდენით, …განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუAსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაAთა” (1კორ. 6.11); “თანადავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაAთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაAთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაAთა ვიდოდით” (რომ. 6.4); ნათლისღებას ეწოდება “…ბანითა მით მეორედ შობისაAთა…” (ტიტ. 3.5). რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს, ანუ თავად მოსანათლავის სულიერ განწყობას, ამის თაობაზე პეტრე მოციქული მიუთითებს, რომ ნათლისღება არის “…გონებისა კეთილისა ტრფიალებაA ღმრთისა მიმართ…” (1 პეტ. 3.21). ნათლისღების აღსრულებით ხდება ადამიანის შეერთება ეკლესიასთან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge