სიყვარულს სჭირდება ჯანსაღი ზრუნვა

love

„მე - მე ვარ, შენ კი,შენ ხარ!
მე ჩემსას ვაკეთებ, შენ კი შენსას. 
მე იმისთვის არ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ შენს მოლოდინებს შევესატყვისებოდე.
შენ იმიტომ არ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე,
რომ ჩემს მოლოდინებს შეესატყვისებოდე.
შენ - შენ ხარ, მე კი - მე ვარ.
თუკი ისე მოხდა, რომ ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი - ეს მშვენიერია,
თუ  არა - ამას ვერაფერს უშველი.''
ფრედერიკ  პერლსი,1969 წელი.

სიყვარულს ისევე როგორც ნებისმიერ ენერგიას სჭირდება ჯანსაღი ზრუნვა, საზღვრების გამიჯვნვა, დაცვა და მოვლა. სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს, თუმცა გიყვარდეს არ ნიშნავს პარტნიორი ჩემი სურვილების მატარებლად ვაქციო, ეგოისტური ბუნებით დავეუფლო ან სიბრმავის მდგომარეობით ვიცხოვრო, სიყვარული არის ორს შორის არსებული ნამდვილი ფილოსოფია, რომელიც მდგომარეობს „იმის აღდგენასა და გამოცნობაში, რაც სინამვილეშია“. გიყვარდეს ნიშნავს მოქმედებდე, ვითარდებოდე, საზღვრებს იცავდე, უფთხილდებოდე და მოლოდინების გარეშე უპირობოდ გაცემდე. 

მაქვს თუ არა ჯანსაღი ურთიერთობა?

• თუ ორ ადამიანს შორის სიყვარული ჯანსაღია, მათ შორის არსებული ფსიქოლოგიური საზღვრებიც ჯანსაღია და წყვილს  კარგად ესმის, რომ   ჩვენ, არ მიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს საზღვრები  და აღარ არსებობს შენ და მე.

• ჯანსაღი სიყვარული ხასიათდება უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდით, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი სუსტი, ყველაზე ადვილად მოწყვლადი ან დათრგუნულია.

• ჯანსაღ ურთიერთობაში მყოფი წყვილი ერთმანეთის მხარდამჭერია მორალურად, ფიზიკურად, ფსიქიკურად, მატერიალურად.

• ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორებს არ ეშინიათ საკუთარი შეგრძნებების, მოსაზრებების და სურვილების ღიად გამოხატვა და არ აკონტროლებენ ქცევას ან/და  სათქმელს. არ იმყოფებიან მოსალოდნელი  დაძაბულობის რეჟიმში.

• ჯანსაღი სიყვარული არ ეფუძნება კრიტიკას, საყვედურსა და ბრალდებებს. არამედ ერთმანეთის წახალისებას, ერთმანეთის თვითშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებას, კონსტრუქციულ დიალოგსა და უკუკავშირს.

• ჯანსაღი სიყვარული მიჯაჭვულობისაგან განსხვავებით იმის უნარსაც გულისხმობს, შეგეძლოს გაუშვა ის ვინც გიყვარს, რადგან ფსიქოლოგიურად ჯანსაღ ადამიანებში ნაკლებია მომავლის შიში და მათ ისიც კარგად იციან, რომ ყოველივე რაც იწყება, ზოგჯერ მთავრდება კიდეც.

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ნამდვილი, ჯანსაღი და უპირობო სიყვარული ტრანსცენდენტულია და ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობის.

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე

ზევით