სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები

სიყვარული და ზოდიაქოს ნიშნები

ვერძს დამოუკიდებელი, იდუმალებით მოცული და ცოტათი „სადო-მაზოხისტური" მიდრეკილებების მქონე კაცები მოსწონს. ამიტომ რაც უფრო მეტს აწვალებთ მით უფრო მეტად შეუყვარდებით.

კუროს მოთხოვნა სტაბილურობა და ბევრი ფულია. ამიტომ, თუ მაინც და მაინც როკფელერის შთამომავლობით ვერ მოიწონებთ თავს, მყუდრო რესტორანში ხშირად დაპატიჟებით შეგიძლიათ კურო ქალის გულის მოგება.

ტყუპებს უნდა ელაპარაკოთ. ხომ ამბობენ მამაკაცებს თვალებით უყვართ, ქალებს კი ყურებითო - ზუსტად ტყუპ ქალზეა ეს გამონათქვამი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალთან, არანაირი შანსი არ გაქვთ თუ „სიტყვაძუნწების" კატეგორიას განეკუთვნებით.

კირჩხიბის გულის დასაპყრობი საუკეთესო გზა მრგვალი ფორმისაა, ოქროთი მზადდება და როგორც წესი მარჯვენა ხელის არათითზე იკეთებენ ქალები. დიახ ეს საქორწინო ბეჭედია, რომელიც ყველაზე მეტად დაგეხმარებათ კიბო ქალის გული ელვის უსწრაფესად მოიგოთ.

ლომს თუ ეპრანჭებით, მოემზადეთ იმისთვის რომ თქვენს დანაზოგს ან ხელფასს განახევრება ემუქრება. ეს იმიტომ, რომ ლომი ქალის გულის მოსაგებად ხშირად მოგიწევთ ჯიბეზე ხელის გაკვრა. ამ ქალს იაფფასიანი არც ხალხი მოსწონს არც საჩუქრები. ასე რომ კარგად დაფიქრდით.

თუ ქალწული მოგეწონათ, გირჩევთ აბაზანა თქვენ საყვარელ ადგილად აქციოთ და მაქსიმალურად გააკონტროლოთ, რა გაცვიათ, როგორ და რამდენად სუფთა ან კარგად დაუთოებულია თქვენი სამოსი. ქალწულთან შანსი არ გაქვთ თუ თქვენ მოუწესრიგებელი და ფეთხუმი ხართ, რომელიც თვლის რომ მამაკაცი მაიმუნზე ცოტა უფრო ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს.

სასწორის თაყვანისმცემელი ხართ? ის დროა, საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტში და ხელოვნების სფეროებში გაერკვეთ, ამ ქალს ორივე მათგანი განსაკუთრებულად უყვარს.

მორიელი ქალი, საკმაოდ „მძიმე არტილერიაა". კარგად დაფიქრდით შესძლებთ კი მისი მოთხოვნების ქალს „გაუქაჩოთ"? მიუხედავად გარეგნული ქალურობისა, მას ისეთივე მამაკაცური ტვინი აქვს, როგორც თქვენ, ამიტომ ნუ ეცდებით მის დაბოლებას სხვა ქალებთან ნაცადი „იაფფასიანი" ხერხებით. ამით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ

მშვილდოსანთან თქვენი რომანი სასურველია მეგობრობით დაიწყოს. თუ მაინც და მაინც ასე არ დაიწყება, დასრულებით მეგობრობა მაინც გაიმარჯვებს. ქალ მშვილდოსანს ხშირად შეუძლია ყოფილ შეყვარებულებთან უპრობლემოდ იმეგობროს. ასე რომ თუ თქვენი რომანი მენდელსონის მარშით ვერ დაგვირგვინდება, კარგ დაქალს მაინც შეიძენთ ცხოვრებაში.

თხის რქასთან რომანი თუ დაგეგმეთ, საკუთარი მიღწევების, სერთიფიკატების, დიპლომების და რაც მთავარია საბანკო ანგარიშების სიას გადახედეთ. ეხლა გული ნუ გაგისკდებათ, თხის რქა ლომივით არ ეცდება თქვენი ბიუჯეტის პირწმინდად განიავებას, მისი „გაბარიტების" ცოდნა, მას უბრალოდ სამომავლო სიმყარისთვის ესაჭიროება. ამიტომ თამამად შეგიძლიათ თავი მოიწონოთ მასთან ამ საკითხით.

მერწყულს როგორ მოაწონოთ თავი? თავად იცის რო? ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ისე კი ამ ქალისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ წარმომავლობას, დიპლომს, სამეგობრო წრეს და ა.შ თუ მასში სიმპათია გააღვიძეთ, იგი უყოყმანოდ გამოგყვებათ ცოლად, თუნდაც სამი დღის გაცნობილი ყავდეთ. მათთვის ხომ ცხოვრება სახალისო თამაშია.

არ არის გამორიცხული თუ თევზმა ქალმა, იქეთ მოგაწონათ თავი და მოგაჯადოვათ. თევზები ყველაზე ნაზები, ქალურები და სათუთი ქალები არიან. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. პრინციპში რა გინდათ, ის ყოველთვის მოგცემთ საშუალებას იზრუნოთ მასზე, განა ყველა მამაკაცის ოცნება არ არის ეს?