ქეთა თოფურიასა და ლევ დენგოვის ვაჟი ორი წლის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი "ინსტაგრამზე"? - კვირის პალიტრა

ქეთა თოფურიასა და ლევ დენგოვის ვაჟი ორი წლის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი "ინსტაგრამზე"?

მომღერალი ქეთა თოფურია სოციალური ქსელის პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მისი ვაჟი, ადამი დღეს 2 წლის გახდა.

326454627-842314013518958-8161172807904567262-n-1674295075.jpg

2021 წლის 21 იანვარს ქეთა თოფურია მეორედ გახდა დედა. ლევ დენგოვთან ქორწინებაში მას პირველი შვილი შეეძინა. მომღერლისა და ბიზნესმენის ბიჭუნა დღეს იუბილარია.

ლევი და ქეთა 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა უფრო ადრე დაიწყო. საზოგადოებამ თოფურიას ორსულობის შესახებ აგვისტოში შეიტყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად მომღერალი ამ ფაქტის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობდა.

ქეთა აქამდე დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე, რომელთანაც გოგონა, ოლივია ჰყავს.