ქართველი ვარსკვლავები ყოველწლიურად სტუმრობენ ისრაელს, სადაც ქართველი ებრაელებისთვის ქალაქ აშდოდში საღამოს მართავენ. ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იმ ცნობილ სახეებს შორისაა, რომლებიც ამ საღამოს უცვლელი სტუმრები არიან. ამჯერად თიკა მაყურებლის წინაშე უმშვენიერეს ყვითელ კაბაში გამოჩნდა და მათთვის ქართული სიმღერა შეასრულა. " გიმღერით თიკა ფაცაცია" - წერს ის ვიდეოზე და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.