aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა უნდა გაკეთდეს 19 იანვარს, ნათლისღების დღეს: სულიწმიდის საიდუმლო მოქმედება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყლის კურთხევის მსახურება, იგივე დიდი აიაზმა სრულდება. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ამ დღეს, ასევე ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა,

სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო  მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.

წყლის კურთხევის ორი ფორმა არსებობს: დიდი და მცირე. წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა: ნათლისღებისას, 19 იანვარს და მის წინა დღეს, 18 იანვარს. ხოლო მცირე აიაზმის კურთხევა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. მორწმუნენი მთელი წლის განმავლობაში ინახავენ დიდი აიაზმის წყალს, რომელიც მრავლდება მისი სხვა წყალში ზემოდან ჩამატებით.

ნაკურთხ წყალს აქვს ადამიანის განახლების, ცოდვების მიტევების, ბოროტთა განსხმისა და კურნების ძალა, რაც მან უფლის მადლის  შედეგად მიიღო. ყველა ადამიანს სახლში უნდა ჰქონდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც მას ნათლისღების დღესასწაულზე სახლში ეკლესიიდან მიაქვს. იგი ოჯახის დაცვის განუყოფელი ატრიბუტია. სახლი სასულიერო პირის მიერ უნდა გახლდეთ ნაკურთხი, მაგრამ წყლის სხურება სავალდებულოა ოჯახის წევრებისგანაც, სასურველია ყოველდღე. ნაკურთხი წყლის მიღებას განსაკუთრებული მორიდება სჭირდება. ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. ნაკურთხი წყალი უნდა მივიღოთ, როგორც წამალი, საკურნებელი და არა როგორც წყურვილის მოსაკლავი. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის მიღება დედათა წესის დროს, ძილში დაცემის, ან სხვა შებილწვისას.
ნაკურთხი წყლით აპკურებდნენ საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს და ა.შ. დღესაც ნაკურთხი წყალი ყველაფერსა და ყველა ადგილს უნდა ვაპკუროთ: ახალ ნაყიდ ნივთებს, საკვებს და სხვ.

ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ ადგილზე, ანუ სამლოცველო კუთხეში უნდა ინახებოდეს, სუფთად და კრძალულებით.

წყარო: ambioni.ge

 

 

 

 

 

იტვირთბა....