“საქართველოს ორი მშვენება” – ლიკა კვარაცხელიასა და თიკა ფაცაციას შთამბეჭდავი ფოტოები – Marao

ერთი თაობის ორი უმშვენიერესი მოდელი – ლიკა კვარაცხელია და თიკა ფაცაცია საქართველოში გარეგნობით ერთ-ერთი გამორჩეული ქალები არიან. ლიკა და თიკა 90-იან წლებში წარმატებული გოგოები იყვნენ, წლების გასვლასთან ერთად, მათ პროფესიები შეიცვალეს, ძალები სხვადასხვა სფეროებში მოსინჯეს და დღეს უკვე შემდგარი ქალები არიან როგორც კარიერაში ისე ოჯახში – თიკა ტელეწამყვანია და ჰყავს სამი შვილი, ლიკა კი ორი გოგონას დედა და ორი უსაყვარლესი პატარას ბებიაა. აქვს საკუთარი ბიზნესი, რომელსაც წარმატებით უძღვება.
ლიკასა და თიკას წლების წინ დაწყებული მეგობრობა დღემდე გრძელდება. ისინი ახლაც ხშირად ატარებენ დროს ერთად და საერთო ფოტოებსაც აქვეყნებენ:
ლიკა კვარაცხელია
“კარგად მახსოვს, ინტერვიუში ვისაუბრე, რომ მიყვარს სპორტი, ხოლო, შეკითხვაზე, როგორი მამაკაცები მომწონდა, ვუპასუხე, – სპორტული აღნაგობის-მეთქი. გავიდა წლები და გავხდი სპორტსმენის მეუღლე, მასთან ერთად უცხოეთში გადავედი საცხოვრებლად და მოდელის კარიერაზეც უარი ვთქვი.
როცა პოდიუმზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ არ ვემსახურებოდი საქმეს, რომელსაც მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი. კულისებში ყოფნა უფრო მომწონდა, იქ კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ახლა, როცა თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯს ვმართავ, ის დრო და ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მახსენდება. ეს სურვილიც ამისრულდა, ანუ წინა პლანზე ყოფნა არასდროს მხიბლავდა. სამოდელო კარიერა ავტოკატასტროფის შემდეგ დავასრულე, მაშინ მძიმედ დავშავდი. ოთხი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, ყავარჯნების გარეშე ვერ დავდიოდი. ფაქტობრივად, იმდენად ამოვვარდი ჩემი საქმიანობიდან, რომ დაბრუნების სურვილი აღარც გამჩენია”, – ამბობდა ლიკა კვარაცხელია.
თიკა ფაცაცია
2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა. იმავე წელს “ევროვიზია 2008″–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.
2009 წელს თიკამ კვლავ “ევროვიზია 2009″–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ “ევროვიზიაზე” წარსადგენად “სტეფანე და სამი გოგო” აირჩიეს.
2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და “ექიმების” წამყვანია. 2021 წლიდან არის “ნიჭიერის” ჟიურის წევრი.
თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

ასევე დაგაინტერესებთ