სამეცნიერო კვლევების თანახმად, ჭეშმარიტი სიყვარულის საპოვნელად სამჯერ შეყვარებაა საჭირო

სიყვარული

ჩატარებული სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი სიყვარულის საპოვნელად ადამიანს სჭირდება სამჯერ შეყვარება. მესამე შემთხვევა საშუალებას გაძლევთ, მიაღწიოთ იდილიას.


პირველი სიყვარული
როგორც ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, სიცოცხლის განმავლობაში ადამიანს შეუძლია იპოვოს ცხოვრების პარტნიორი დაახლოებით ხუთჯერ, მაგრამ მას ნამდვილი სიყვარული შეუძლია მხოლოდ სამჯერ. 

პირველი სიყვარული უმეტეს შემთხვევაში საშუალო სკოლაში მოდის. მაშინ თაყვანისცემის ობიექტი სრულყოფილი ჩანს ყველა გაგებით. ბევრი ადარებს ამ ურთიერთობას ზღაპარს: მუცელში პეპლების განცდა, ემოციებისა და  გრძნობების მოზღვავება. ახალგაზრდები თავით გადაეშვებიან მასში მიიჩნევენ, რომ ეს არის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ რეალობა აკეთებს საკუთარ კორექტირებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვილი დგება განსაცდელების წინაშე, რაც მათ აშორებს.

მეორე სიყვარული
ეს სიყვარული ადამიანის ცხოვრებაში პირველის დასრულებისთანავე შემოდის და ერთგვარი ხსნაა წინა ურთიერთობებისგან. ის კომპლექსურია და ასწავლის ადამიანებს, იპოვონ საკუთარი თავი, რათა შეიგრძნონ სიყვარული. მისი შედარება შესაძლებელია საჭიროებასთან. გატეხილი გული ეძებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაიცვას, გაათბოს, შეიფაროს და ასევე დაეხმაროს წარსულის დავიწყებაში.

ყველაზე ხშირად ეს ურთიერთობები ერთ-ერთი პარტნიორისთვის ეგოისტური აღმოჩნდება, რადგან ის მათში მომავალს ვერ ხედავს, მისთვის მთავარია, გულში სიცარიელე ცოტა ხნით ჩაკეტოს. ეს ურთიერთობები წარუმატებელი იქნება, რადგან ერთი პარტნიორი ხდება მეორეზე დამოკიდებული. ასეთი სიყვარული ხშირად იწვევს უწყვეტ ტანჯვას, რადგან მასში არის ბევრი ტკივილი, ტყუილი და მანიპულაცია. 

შეიძლება ისე ჩანდეს, რომ წინა ურთიერთობებისგან განსხვავებით, ადამიანი ყველაფერს სულ სხვანაირად აკეთებს, ასწორებს წარსულ შეცდომებს, მაგრამ ხშირად ხდება, რომ მეორე სიყვარული ციკლს ჰგავს, რომელიც მუდმივად მეორდება. ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ რაღაც შეიცვლება მათ ცხოვრებაში, მაგრამ ეს მხოლოდ უარესდება.

მესამე სიყვარული
ორი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, როცა ადამიანი სიყვარულში სრულიად იმედგაცრუებულია, მას ახალი გრძნობა აქვს. ყველაზე ხშირად, ეს ხდება მოულოდნელად, ამიტომ, როგორც ჩანს, არასწორია და არ შეესაბამება ყველა მოსაზრებას ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ.

მესამე სიყვარული რეალურია, ორივე პარტნიორს სურს, მიიღოს მისგან გულწრფელობა, სიმშვიდე და სულიერი სიახლოვე.

ამ კავშირის ახსნა ძალიან რთულია, ამიტომ ვერავინ გეგმავს. ასეთ სიყვარულში ადამიანები ერთმანეთს ისე იღებენ, როგორიც სინამდვილეში არიან, ყველა ნიღაბი იშლება. ამ ურთიერთობაში ორივე პარტნიორი თავს კომფორტულად გრძნობს.

თუ წინა ურთიერთობებში ადამიანები არ ჩქარობენ პარტნიორის მიმართ გულწრფელები გახდნენ, მაშინ მესამეში ისინი სწავლობენ ყველა ფასეულობას და აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და დამოკიდებულია საკუთარ თავზე. ასეთ ურთიერთობებში ადამიანები იწყებენ შეცვლას, ისინი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გულწრფელად.

იმ ადამიანის გვერდით ყოფნის დროს, რომელიც აბედნიერებს სულს, ყველას სურს გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, პარტნიორისთვის.