Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეოთხე თვეში ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს...“ – ქეთა თოფურია ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ქართველი მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ახალ ფოტოზე კი ქეთა ოთხი თვის ორსულობის პერიოდშია გადაღებული.

ქართველმა მომღერალმა „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე იტალიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ქეთა ჯერ კიდევ მალავდა, რომ ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ვაჟს ელოდა. „აქ მეოთხე თვეში ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“, – დაწერა მომღერალმა.

ქეთა და მისი რჩეული იტალიას ივლისში სტუმრობდნენ. მაშინ მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა წამოზრდილ მუცელს ოსტატურად მალავდა. მიუხედავად ამისა, რუსულ პრესაში უკვე აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ მომღერალი დენგოვისგან ორსულად იყო.

წყვილი პანდემიის დაწყებისას საცხოვრებლად ერთად გადავიდა და ურთიერთობა ახალ წლამდე ვიწრო წრეში ხელის მოწერითაც დააკანონეს. ქორწილს მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი ჯგუფ A'Studio-ს ახალ კლიპში ქეთა წამოზრდილი მუცლით გამოჩნდა და ნათელი მოჰფინა იმას, რომ ჭორები მის ორსულობაზე სიმართლეს შეესაბამებოდა.

ლევს და ქეთას 21 იანვარს ვაჟი - ადამი ეყოლათ. პირველი ქორწინებებიდან ქეთასაც და ლევსაც ჰყავთ შვილები. ქეთას გოგონა - ოლივია გეიხმანი, ხოლო ლევს - ქალ-ვაჟი.

ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო. რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0