რა არის სიყვარული ?!

Image

“სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური.”
– გოეთე

“სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.”
– ერნესტ ჰემინგუეი

“რა არის ჯოჯოხეთი? ვფიქრობ, ეს ტანჯვაა, იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლია”
– თეოდორ დოსტოევსკი

“სიყვარული ძლიერი სურვილია, რომ ძლიერად სურდე ვინმეს.”
– მარკ ტვენი

“სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”
– პაოლო კოელიო

“სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა.”
– ვიქტორ ჰიუგო

“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა… და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”
– ნოდარ დუმბაძე

“ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.”
– უილიამ შექსპირი

“გულს სურს ის, რაც სურს. არანაირი ლოგიკა არაა ამაში. შეხვდებით ვინმეს და შეგიყვარდებათ – სულ ესაა.”
– ვუდი ალენი

“უყვართ იმიტომ რომ უყვართ, სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება.”
– პაოლო კოელიო

“ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსის ან სიმდიდრის გამო. ჩვენ გვიყვარს იმიტომ რომ მასში მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის”
– ოსკარ უაილდი

“ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.”
– კონსტანტინე გამსახურდია

Image

“სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია” – ნოვალისი

“სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით” – ანაკრეოტი

“სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი

“სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს” – ბეთჰოვენი

“სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა” – ჰიუგო

“სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი

“სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი

“სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის” – ტომას ჰობსი

“სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” – ვ.როზანოვი

Image

“სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის” – ლაროშფუკო

“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”

“თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” – ციცერონი

“ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის” – პონტანუსი

“სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი” – გოეთე

“სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია” – კარი

“უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები” – გიორგი ერისთავი

“სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია” – აკაკი წერეთელი

“ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა” – ილია ჭავჭავაძე

“მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას” – ა.ბლოკი

“ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ” – ვიქტორ ჰიუგო

“სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს” – მ.გორკი

“სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია” – ალფრედ დემიუსიე

“ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული” – გრიგოლ ორბელიანი

“სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია” – იტალიური ანდაზა

“არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს” – რომენ როლანი

“ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით” – უილიამ შექსპირი

“კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია” – ბალზაკი

“სიყვარული და შიმშილი არის ყველაფრის მიზეზი” – რუსული ანდაზა

“უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი” – ჰაინე

“სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება” – შიო არაგვისპირელი

“ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი”

“ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!”

“უბრალოდ გეტყვი, რომ მენატრები ყველაზე მეტად, მე ჯერ არასდროს სიტყვა “მიყვარხარ” არ მითქვამს, გჯერა? ”

დატოვე კომენტარი