ღმერთის აგაპე სიყვარული

„ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. – იოანეს 3:16 (NIV)

ბიბლია სხვადასხვაგვარ სიყვარულზე საუბრობს. იყენებს ბერძნულ სიტყვა ფილეოს რაც ნიშნავს „მეგობრულ სიყვარული“, ან „სათუთ გრძნობებს“, ასევე მოიხსენიებს სიტყვა ეროსს, რაც ნიშნავს ვნებიან სიყვარულს, რომელსაც საყვარელი ადამიანისადმი ვგრძნობთ. მაგრამ არის მესამე სახის სიყვარულიც –  აგაპე, უმაღლესი საფეხურის სიყვარული.

აგაპე სიყვარული არის ის სიყვარული, რომელიც ღმერთს აქვს თავისი ძისა და კაცობრიობისადმი. ეს არის სიყვარული, რომელიც თავს სწირავს, სიყვარული, რომელსაც იოანეს 3:16-ში ვხედავთ: „რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავის მხოლოდშობილი ძე“.

მრავალი მუხლი საუბრობს ამ თემაზე, ეს ისეთი რამ არის, რასაც სპეცალურად შესწავლა სჭირდება. ბიბლიის სხვა მონაკვეთი, რომელიც აგაპე სიყვარულის შესახებ გვასწავლის, არის მათეს 5:44, ეს მუხლი გვეუბნება, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები და ვილოცოთ მათთვის, ვინც გვდევნის.

რთული არ არის, რომ ილოცო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარგად გექცევიან, მაგრამ ადამიანისთვის რთულია ილოცოს მათთვის, ვინც ჭრილობები მიაყენა. მარტივია დრო გაატარო მეგობრებთან ეკლესიაში, მაგრამ ბევრად რთულია გარეთ მოძებნო ადამიანი, რომელიც საწყლად, მარტოსულად გამოიყურება და უბრალოდ მოუსმინო ცოტა ხანს. სწორედ ეს არის აგაპე სიყვარული, მსხვერპლად გაიღო შენი კომფორტი, იმის გასაკეთებლად, რაც სწორია.

შენ შეგიძლია აგაპე სიყვარულით შეიყვარო ადამიანები მათდამი მოთმინების გამოჩენით, მუდმივი მცდელობით რომ გაუგო, გამამხნევებელი სიტყვების თქმით, ზოგჯერ კი  უბრალოდ გაჩუმებით. ჩვენ, როგორც ადამიანები, არსებითად ეგოისტები ვართ, მუდმივად ვსვამთ კითხვას „მე რა სარგებელი მექნება ამით?“.

დროა აგაპე სიყვარულის ძალით ომი გამოვუცხადოთ ეგოიზმს. დროა მიზანმიმართულად  ვიყოთ კეთილნი და მოსიყვარულენი ადამიანების მიმართ, ვსწავლობდეთ და გვესმოდეს რას ამბობს წმინდა წერილი სიყვარულის შესახებ. დაე, შენში ღმერთისადმი აგაპე სიყვარული გადმოედინებოდეს სხვა ადამიანებზეც.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, შენი აგაპე სიყვარული დიდებულია. გთხოვ, გამაძლიერე, რადგან ეგოიზმს ომს ვუცხადებ და სიმტკიცე მომეცი, რომ გადაწყვეტილება მივიღო აგაპე სიყვარულით ვიცხოვრო.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon