ჭეშმარიტი სიყვარული უნდა იყოს გამცემი

„იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ (მძიმე) მსხვერპლად. საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე [ძლიერ] შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!“ – 1 იოანე 4:10-11

ყველა ადამიანს სურს, რომ ის უყვარდეთ და მიიღონ. მაგრამ, მრავალი ჩვენთაგანი არასწორი გზებით ეძებს ბედნიერებას. ჩვენ ვცდებით, როცა გვგონი, რომ ბედნიერების მიღწევა მიღების მეშვეობით შეგვიძლია, არადა ჭეშმარიტი ბედნიერება გაცემით მოიპოვება. ღმერთის სიყვარული ყველაზე დიდებული ძღვენია, რომელიც ოდესმე მიგვიღია. და როგორც კი ის ჩვენში ადგილს დაიმკვიდრებს, ჩვენიდან სხვა ადამიანებზე უნდა გადავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის სტაგნაციას განიცდის.

სიყვარულმა უნდა გასცეს. რადგან ასეთია მისი ბუნება. 1 იოანე 4:11 ხაზს უსვამს ჩვენს მიერ მიღებული სიყვარულის გადაცემის საკითხს. ჩემო საყვარელო ადამიანებო, თუ ღმერთმა ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!

ღმერთის ჭეშმარიტ სიყვარულში ცხოვრება არის პროცესი. პირველმა ღმერთმა შეგვიყვარა და ჩვენ მისი სიყვარული რწმენის მეშვეობით მივიღეთ. ახლა კი ჩვენ, ღმერთის სიყვარულით აღვსილებს, გვიყვარს ღმერთი და მისივე სიყვარულის მეშვეობით სხვა ადამიანთა სიყვარულს ვსწავლობთ.

ჩვენ უნდა მივდიოთ მის მაგალითს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ციკლი სრული არ იქნება. როგორც კი ღმერთის სიყვარულს ვღებულობთ, მისი სხვა ადამიანებისთვის გაზიარება უნდა შევძლოთ. ჩვენ ამ ადამიანების უსაზღვრო სიყვარული ძალგვიძს. ჩვენ მათი შეყვარება ისევე უპირობოდ და ღრმად შეგვიძლია, როგორც ღმერთმა შეგვიყვარა ჩვენ.

დაიწყე ლოცვა

ღმერთო, არ მინდა, რომ შენმა სიყვარულმა ჩემში სტაგნაცია განიცადოს. დამეხმარე, რომ არა მხოლოდ მივიღო შენი სიყვარული, არამედ სხვა ადამიანებთან შენი სიყვარულის უხვად გაცემით, ბოლომდე მივიყვანო შენს მიერ დადგენილი პროცესი.

Facebook icon Twitter icon Instagram icon Pinterest icon Google+ icon YouTube icon LinkedIn icon Contact icon