მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად აგარაკზე იმყოფება მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია შვილებთან ერთად აგარაკზე იმყოფება და დასვენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
სხვათა შორის, მასთან ერთად ზაფხულს ატარებს ჯგუფ „სეთის“ ერთ-ერთი წევრი ეკა კანდელაკიც. მათი მეგობრობა უკვე ბევრ წელს ითვლის, საზოგადოების წინაშე მომღერლის აპლუაში ერთად წარდგნენ და იმ დროისთვის პოპულარული ჯგუფის „სეთის“ სახელით მღეროდნენ.
რაც შეეხება თიკას, 18 წლისამ მასზე ასაკით უფროს ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე იქორწინა. მიუხედავად ადრეულ ასაკში მიღებული გადაწყვეტილებისა, ოჯახი მყარი გამოდგა.
გათხოვების შემდეგ თიკას არც სამოდელო კარიერაზე უთქვამს უარი და არც სიმღერაზე, რაც ნამდვილად იშვიათობაა ჩვენს რეალობაში. რადგან, როგორც წესი, მოდელები დაოჯახების შემდეგ პოდიუმს სცილდებიან ხოლმე.
წყვილს სამი ვაჟი შეეძინა, იო, ალექსანდრე და უფროსი ანდრო, რომელიც სულ ახლახან 18 წლის გახდა.
თეკლა ჟვანია